საიუბილეო კრებულში შესულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული ბატონი ზურაბ ჭუმბურიძის საიუბილეო ღონისძიების მასალები – ქართველი და უცხოელი კოლეგების მისალმებები, გამოხმაურებები, დიალოგი სტუდენტებთან, სპეციალურად მისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები, რომლებიც მოიცავენ ქართული სალიტერატურო ენის, ტექსტოლოგიური კვლევების, ქართველურ ენათა სტრუქტურის, სემანტიკისა და ლექსიკის საკითხებს; შეფასებულია ქართველოლოგიის სხვადასხვა დარგში ბატონი ზურაბის მოღვაწეობა, წარმოჩენილია მისი მრავალმხრივი და მრავალფეროვანი ნაშრომების მნიშვნელობა; დანართში მოცემულია შევსებული და დაზუსტებული ზურაბ ჭუმბურიძის შრომების ბიბლიოგრაფია, ფოტომასალები მეცნიერის პირადი არქივიდან.