წინამდებარე მასალათა მნიშვნელოვანი ნაწილი შეკრებილია ლანჩხუთის რაიონის სოფლებში 1980-იანი წლებიდან 2009 წლამდე. კრებულში შესულია აგრეთვე, ნინოშვილის მუზეუმის არქივში დაცული ძველი ხელნაწერებიდან ამოკრებილი ხალხური ზეპირსიტყვიერი მასალა. ყურადღებას იქცევს კრებულში დაბეჭდილი ხალხურ მოტივზე შექმნილი ლექსები, რომელთაც ქართველ კლასიკოს მწერალს, ნინოშვილს მიაწერენ. კრებული მოიცავს ლანჩხუთის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორის განყოფილების არქივში დაცულ რამდენიმე მასალასაც.