წიგნი „მუდამჟამს სადარაჯოზე" გამოიცა ქალბატონი გულიკო ურუშაძის ოჯახის წევრების ნება-სურვილით მისადმი ხსოვნის უკვდავსაყოფად იმ მასალებზე დაყრდნობით, რომლებიც მცირედად ასახავს მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის პერიოდს. მასში წარმოდგენილია ჩანაწერები წარსულის მოგონებებიდან რომელთა მეშვეობითაც თავად ეცნობა მკითხველს და ფრაგმენტულად უყვება განვლილი გზების შესახებ. პუბლიცისტურ ნაწილში მკაფიოდ იკვეთება ქალბატონი გულიკოს ფხიზელი დამოკიდებულება და სამართლიანი გადაჭრის გზების კვლევა-ძიება ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრობლემურ საკითხებზე, არის ასევე ლექსებისა და პროზაული შემოქმედების ნაწილი, რომელშიც ნათლად ჩანს მისი სულიერი დამოკიდებულება როგორც პირადი, ასევე საზოგადოებრივი საკითხების მიმართ.