წიგნში მოთხრობილია ჭიათურაში მანგანუმის მადნების მოპოვება-გამდიდრების ისტორია და ამ პროცესში აკაკის, ნიკო ნიკოლაძისა და სხვა მამულიშვილების საქმიანობისა და მათი ღვაწლის შესახებ; აღწერილია მადნების მეტალურგიული წესით გადამუშავების მეთოდები, მათ შორის დიდუბის საცდელ ქარხანაში გიორგი ნიკოლაძის თაოსნობით აშენებულ ელექტრორკალურ ღუმელში ფერომანგანუმის მიღების ტექნოლოგიაც, რომელიც დაედო საფუძვლად ზესტაფონში სამრეწველო მასშტაბში ფეროშენადნობთა წარმოებას და რამაც დასაბამი მისცა საქართველოს ინდუსტრიულ განვითარებას.