წიგნში განხილულია კრედიტის და საკრედიტო ურთიერთობის თეორიულ-მეთოდოლოგიური საკითხები საბაზრო ურთიერთობებთან და პირობებთან მიმართებაში. მასში სათანადო თანმიმდევრობითაა განხილული კრედიტის თეორიასა და საკრედიტო ურთიერთობებთან უშუალოდ დაკავშირებული თემები და საკითხები, როგორიცაა: კრედიტის ეკონომიკური არსი, მისი წარმოშობა და აუცილებლობა, როლი და მნიშვნელობა ეკონომიკის განვითარებაში; კრედიტის ფუნქციები, შედგენილობა და დაკრედიტების ძირითადი პრინციპები; კრედიტის ძირითადი ფორმები და სახეები, მათი მრავალგვარობა და დამახასიათებელი ნიშან-თვისებები და თავისებურებანი; კრედიტის სარგებელი (პროცენტი), მისი აქტიური და პასიური ხასიათი, სარგებლის ნორმა და მასზე მოქმედი ფაქტორები; კრედიტის და სარგებლის (პროცენტის) თეორიები, მათი წარმოშობის წინაპირობები, სახეები და მათთვის დამახასიათებელი საერთო და განმასხვავებელი ნიშან-თვისებები; საკრედიტო ბაზარი, სასესხო კაპიტალი და ფასიანი ქაღალდები კრედიტისა და საკრედიტო ბაზრის სისტემაში.