წიგნში მკითხველი მრავალ ისტორიულ პიროვნებას შეხვდება: ალექსანდრე მაკედონელს, იულიუს კეისარს, კარდინალ რიშელიეს, ალექსანდრე სუვოროვს, ერეკლე მეორეს, ნაპოლეონს, ოტო ფონ ბისმარკს, ჩერჩილს, სტალინს, ხრუშჩოვს, რონალდ რეიგანს... ისინი რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან: პიროვნული ღირსებებით, მოღვაწეობის ხასიათით, ისტორიული დამსახურებით... მიუხედავად სხვაობისა, მათ შესახებ ამოკრებილ ისტორიულ ეპიზოდებს ერთი საერთო აქვს – ყოველი მათგანი რაიმეს მიგვანიშნებს, შეაგონებს მკითხველს: სიკეთეს, სიბრძნეს, სამშობლოს, მოყვასის სიყვარულს თუ დესპოტიზმის საშინელებას, პატივმოყვარეობისა და ქედმაღლობის ამაოებას და სხვა.