,,წიგნში მოთხრობილია სხვადასხვა დროისა და ჯურის ხალხთა ცხოვრების ამბები. ამ ხალხთაგან ერთნი ანტიკურ ხანაში ცხოვრობდნენ, მეორენი აღორძინების ეპოქაში, ხოლო მესამენი ახალი დროების მცხოვრებნი არიან. წიგნის გმირებს შორის არიან ფილოსოფოსები და ექიმები, ბოტანიკოსები და ქიმიკოსები, ფიზიკოსები და ბიოქიმიკოსები, ასევე შეხვდებით სხვადასხვა კუთხის ადამიანებს და ალბათ იკითხავთ, რა საერთო აქვთ ელინებსა და რუსებს, შვეიცარიელებსა და გერმანელებს, ინგლისელებსა და იტალიელებს, ან ჰოლანდიელებსა და ფრანგებს? მხოლოდ ის, რომ თითოეული მათგანი, და, საერთოდ, წიგნის ყველა გმირი (მათი მიმდევრები დღესაც აგრძელებენ ამ გზას) შეუპოვრად და ჯიუტად ცდილობს ამოიცნოს ბუნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცანა – მწვანე ფოთლის საიდუმლოება. ჩვენი წიგნის მოკრძალებულ გმირთა ერთი ნაწილი მწვანე ფოთლის ლაბორატორიამ ჩაითრია, ზოგმა კი მიზნად დაისახა შეესწავლა მწვანე ფოთლის საიდუმლოება, თუმცა კარგად უწყოდნენ, რომ საამისოდ მათ სიცოცხლე არ ეყოფოდათ და რომ ვერც ერთი მათგანი ვერ მოესწრებოდა ამ საიდუმლოების გახსნასა და მის შედეგს. მოდით, ვცადოთ და მივყვეთ ჩვენი გმირების კვალს. ჩავწვდეთ ბუნების მწვანე საცავის საიდუმლოს – საიდუმლოს, რომელიც დღესაც ბოლომდე არაა ამოცნობილი".