ინდოელი მწერალი და ბიზნესმენი სარუ ბრაიერლი ავსტრალიაში გაიზარდა, მაგრამ არასოდეს დავიწყებია ის მატარებელი, რომელმაც ჩვეული ცხოვრებისგან, სახლისგან, დედისა და და-ძმებისგან შორს წაიყვანა. დედობილმა ოთახში ინდოეთის რუკა ჩამოუკიდა, რათა არ დავიწყებოდა, საიდან იყო. ბიჭი ყოველ დილას შეჰყურებდა რუკას და ფიქრობდა თავის სამშობლოზე, ოჯახზე, იმაზე, თუ როგორ დაიკარგა და იმაზე, თუ ბედნიერი შემთხვევის წყალობით, როგორ იპოვა ავსტრალიელი მოყვარული მშობლები. ავტობიოგრაფიულ რომანში მწერალი მოგვითხრობს, როგორ იპოვა Google Earth-ის წყალობით თავისი პატარა ქალაქი და ოჯახი და როგორ დაუბრუნდა 25 წლის განშორების შემდეგ თავის ფესვებს, როგორ გაიარა გრძელი გზა შინისაკენ, რომელიც მონატრებითა და დარდით, თუმცა კი იმედით იყო სავსე.