წარმოდგენილ ნაშრომში ზოგადად განხილულია ინფლაციის არსი, წარმოქმნის მიზეზები და უარყოფითი შედეგები. განსაზღვრულია ქვეყნის ფულადი პოლიტიკის განხორციელებაში საკანონმდებლო ხელისუფლების, მთავრობის, კერძოდ, მისი ეკონომიკური გუნდის და ეროვნული ბანკის ამოცანები. გაანალიზებულია საქართველოში 1998-1999 და 2014-2015 წლებში განვითარებული ინფლაციური, სხვა მაკროეკონომიკური პროცესები, გამოვლენილია დაშვებული შეცდომები და დასახულია მათი დაძლევის ღონისძიებები.