წინამდებარე კრებულში წარმოდგენილია გაბრიელ ჯაბუშანურის მრავალმხრივი შემოქმედებითი მემკვიდრეობის მხოლოდ ნაწილი. დიდძალი „მასალიდან“ შეირჩა ასი ლექსი, ორ-ორი პოემა და ბალადა, დღიურები, ლიტერატურული ჩანაწერები და პირადი წერილები, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პოეტის ცხოვრებისა თუ მწერლური გზის გასათვალისწინებლად.