,,წიგნში შევეცდები იმ ექსპედიციის შესახებ გიამბოთ, რომელზეც თითქოს ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ნამდვილი ამბავი, გუნდის წევრების სურვილის გამო დღემდე არსად თქმულა და დაწერილა. ისინი იმ დღეებზე თითქმის არ საუბრობენ და ცდილობენ, მეხსიერების იმ ფურცელში აღარც კი ჩაიხედონ. თუმცა ერთ გამონაკლისს აკეთებენ და საამისო მიზეზი აქვთ. ამ ექსპედიციის ყველაზე დიდი ტკივილი კასალაპა, რომელიც სულ რაღაც 24 წლის იყო, ყველამ უნდა გაიცნოს – და როგორც თვითონ კასალაპა იტყოდა „ეს არის და გორის ციხე!" – თამარ ჯიშკარიანი.