ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ამირანი

გამოცემის წელი2022
გამომცემლობაზოლიანი კატა

"ძველი ქართული თქმულება ამირანის შესახებ საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში იყო გავრცელებული. ჩვენამდე მოაღწია თქმულების მრავალმა ფრაგმენტმა როგორც პროზის, ასევე ლექსის სახით. მაგრამ ძალზე ცოტა გვაქვს ამირანის გამოსახულება. სვანეთში, ლენჯერის ეკლესიის ფასადზე შემორჩენილია კედლის მხატვრობა, რომელზეც გმირი ამირანი ბაყბაყდევს ერკინება. სწორედ ეს ფრესკა გახდა წიგნის შექმნის შთაგონების მთავარი წყარო. თქმულების თითოეულ ეპიზოდს ახლავს გიორგი ჯინჭარაძის ილუსტრაციები. ტექსტის ადაპტაციის ავტორია ბაო ყიფიანი. მას საფუძვლად უდევს მიხეილ ჩიქოვანის მიერ გამოცემული „ამირანის თქმულება“ (1961). ეს დასურათებული და ადაპტირებული წიგნი მცირე და საშუალო ასაკის ბავშვებს საშუალებას მისცემს, უკეთ გაეცნონ ქართული მითოლოგიის ერთ-ერთი მთავარი გმირის, ამირანის ისტორიას. "