რომანის მთავარი გმირი, სევერინი, ლამაზი ქალია. ჰყავს მეუღლე, შეძლებული ექიმი. ახალგაზრდებს ძალიან უყვართ ერთმანეთი. სევერინს თითქოს ყველაფერი შეუძლია ჰქონდეს, რასაც მოისურვებს, ოღონდ ცოტათი ცივია. იგი გარეგნულად ძალიან თავშეკავებულია, მაგრამ შიგნით დაუოკებელი ვნებები უდუღს. და იმისათვის, რომ ეს ვნებები დაიკმაყოფილოს, იგი, ყველასგან ფარულად, ე. წ. „შეხვედრების სახლში" იწყებს დღისით მუშაობას, სადაც „დღის ლამაზმანს" ეძახიან. მაგრამ ასეთი ორმაგი ცხოვრება, ბუნებრივია, დიდხანს ვერ გასტანს და მას საზღაურის გადახდა მოუწევს...
ფრანგი მწერლის, ჟოზეფ კესელის რომანი „დღის ლამაზმანი" პირველად1928 წელს გამოიცა პარიზში. მაშინდელმა მკითხველმა წიგნი არაერთგვაროვნად მიიღო. მწერალს ბრალს სდებდნენ საზოგადოების მორალური ღირებულებების ძირის გამოთხრაში. 1967 წელს ლუის ბუნიუელმა ამ რომანის მიხედვით გადაიღო ფილმი კატრინ დენევით მთავარ როლში.