სახელმძღვანელოში თანმიმდევრობითაა განხილული ატმოსფეროში, ჰიდროსფეროში, ლითოსფეროსა და ბიოსფეროში მიმდინარე პროცესები, რაც მათი თავისებურებებისა და ურთიერთქმედების უკეთ გაგების საშუალებას იძლევა. თანამედროვე მეცნიერული მონაცემების საფუძველზე გადმოცემულია გარემოზე ანთროპოგენური ზემოქმედების მექანიზმები და შედეგები, ქიმიური წონასწორობის ანთროპოგენური რღვევის შედეგად პლანეტაზე მიმდინარე გლობალური და მსხვილმასშტაბური ცვლილებებით გამოწვეული პრობლემები.

