ნაშრომში გაშუქებულია საქართველოს ზოგიერთ მყინვარზე (ზოფხიტო, ჭალაათი) საველე კვლევის დროს მოპოვებული ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების მასალები და ანალიზი. მონოგრაფიაში ვრცლად არის განხილული მყინვარების თანამედროვე დინამიკა კლიმატის ცვლილების ფონზე. მოცემულია გამყინვარების ევოლუცია ზედა პლეისტოცენსა და ჰოლოცენში, რაც პალეოკლიმატური და პალეოჰიდროლოგიური რეკონსტრუქციის საშუალებას იძლევა. გამოთქმულია მოსაზრება საქართველოში გლაციალური პარკის შექმნის შესახებ.