წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს არსებული ისტორიული წყაროების, საარქივო მასალებისა და სპეციალური სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე რუსეთის იმპერიის მიერ 1803-1867 წლებში ოდიშის (სამეგრელოს) სამთავროში განხორციელებული ექსპანსიური (სოციალურ-ეკონომიკური, საგანმანათლებლო, დემოგრაფიული) პოლიტიკის მონოგრაფიულად შესწავლას.