ლექსიკონი შედგენილია თანამედროვე უცხოური ავტორიტეტული გამოცემების საფუძველზე ამ სფეროში ქართული მეცნიერებისა და პრაქტიკის მიღწევათა გათვალისწინებით. ის სამ ნაწილს მოიცავს: პირველ ნაწილში ფინანსური ცნებების განმარტებაა მოცემული, მეორეში - უცხოენოვანი შედარებით ყველაზე ფართოდ გავრცელებული ტერმინების დეფინიციები, ხოლო მესამეში - ასევე ფართოდ გავრცელებული საერთაშორისო აბრევიატურებია დახასიათებული.