ნაშრომი ეხება მიკროორგანიზმთა პოლისაქარიდულ ცვლას, კერძოდ ამ მრავალფუნქციური ბიოპოლიმერების შენებისა და სინთეზის თავისებურებებს მიკროორგანიზმთა ზრდა-განვითარებისა და განსხვავებულ საარსებო გარემო პირობებში. განხილულია პროკარიოტთა უჯრედის კედლის ულტრასტრუქტურის თავისებურებანი, უჯრედის კედლის კომპლექსური პოლისაქარიდების პეპტიდოგლიკანის და თეიხოის მჟავის ბიოსინთეზის გზები. მოცემულია მიკროორგანიზმთა სხვადასხვა ქემოტაქსონომიურ ჯგუფში ტოპოლოგიურად და ფუნქციურად განსხვავებული პოლისაქარიდების რაოდენობრივი და თვისობრივი შემადგენლობის შედარებითი ანალიზი. განხილულია პოლისაქარიდების ფუნქციები და მათი მნიშვნელობა მრეწველობისა და სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგში, აგრეთვე მათი როლი მიკროორგანიზმთა ქემოტაქსონომიაში.