ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ომის დღიურები

მთარგმნელილიკა ჩაფიძე
გამოცემის წელი2020
გამომცემლობაარტანუჯი

32 წლის ასტრიდ ლინდგრენმა, მეორე მსოფლიო ომის კოშმარების დღიურებში აღწერა დაიწო და ამ საქმეს ისეთი გულმოდგინებით მოეკიდა, რომ 1945 წლის დასასრულამდე 17 წიგნაკის შევსება შეძლო. „ომის დღიურებში“, როგორც მათ თავად უწოდებდა, ახალგაზრდა ქალის პირადი განცდების, მისი ოჯახის ყოველდღიური ცხოვრების და შვედეთში საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებზე დაწესებული ოფიციალური რაციონების გარდა, მსოფლიოში განვითარებული მოვლენები და ისტორიული მნიშვნელობის უამრავი მოვლენა და ფაქტია აღწერილი, რომელთაც ასტრიდი გაზეთებიდან ამოჭრილი ფაქტობრივი მასალითაც ამყარებდა. ასტრიდ ლინდგრენი იმხანად შვედეთის სახელმწიფო დაზვერვის საიდუმლო სამსახურის საფოსტო ცენზურის ბიუროში მუშაობდა, სხვებისთვის გასაიდუმლოებულ ინფორმაციას პირველწყაროებიდან – შვედეთიდან გაგზავნილი და შვედეთში გამოგზავნილი წერილებიდან – იღებდა.