წინამდებარე წიგნი ეძღვნება წმინდა ახალმოწამეებს: წმინდა მღვდელმოწამე ნაზარი; წმინდა მღვდელმოწამე გერმანე; წმინდა მღვდელმოწამე სიმონი (მჭედლიძე); წმინდა მღვდელმოწამე იეროთეოზი; წმინდა მოწამე მთავარდიაკონი ბესარიონი. მათთან ერთად მოგითხრობთ მათ თანამედროვე და შემდგომი დროის ქრისტეს აღმსარებელ ქართველ მამებსა და ერისკაცებზე, ტოტალიტარული რეჟიმის პირველი მსხვერპლიდან ვიდრე მღვდელმონაზონ თეოდორემდე (ჩიხლაძე).