,,ფილოლოგიის აკადემიური დოქტორის მარიამ მარჯანიშვილის ნაშრომი „ქართული ემიგრანტული მწერლობის სამხრეთ ამერიკული პერიოდი" ქართული ემიგრანტული მწერლობის მონოგრაფიულად შესწავლის წარმატებული ცდაა. ახალგაზრდა მეცნიერი ნაშრომის შესავალ ნაწილში აკონკრეტებს თავისი ნაშრომის უმთავრეს პრობლემებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი კვლევის საგანია სამხრეთ ამერიკაში მოღვაწე ქართველ ემიგრანტ მწერალთა შემოქმედების შესწავლა. მისი საკვლევაძიებო სფერო საკმაოდ ფართოა და მრავალმხრივი. მიუხედავად ამისა, იგი წარმატებით ახერხებს ამ საპასუხისმგებლო მოვალეობისათვის თავის გართმევას და მართებულად გამოყოფს იმ საკვლევ პრობლემებს, რომელთა მეშვეობითაც ნათელ წარმოდგენას გვიქმნის სამხრეთ ამერიკაში მოღვაწე ქართველი მწერლების, აკაკი და თამარ პაპავების, ვიკტორ ნოზაძისა და ლეონიდე ჭეიშვილის შემოქმედებით წვლილზე XX საუკუნის ქართული ემიგრანტული ლიტერატურის ისტორიაზე" – ავთანდილ ნიკოლეიშვილი.