წიგნი აღწერს შუა სატრანსპორტო დერეფნის მახასიათებლებს, გამოწვევებს და განვითარების პერსპექტივებს. განხილულია შუა დერეფნის გეოეკონომიკური მნიშვნელობა, მისი როლი და ადგილი გლობალიზაციისა და ინტეგრაციის მსოფლიო პროცესებში. დახასიათებულია ამ სატრანსპორტო დერეფნის ისტორიული მნიშვნელობა და მისი სივრცითი განვითარების პერსპექტივები კასპიის რეგიონიდან ევროკავშირის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით. გაანალიზებულია რკინიგზის, მილსადენების, საავტომობილო გზების, ავიაციისა და გემების, აგრეთვე შუა დერეფნის კავკასიური პორტების მაჩვენებლები და მათი განვითარების სამომავლო ამოცანები. მონოგრაფია განკუთვნილია ამ პრობლემით დაინტერესებული ეკონომისტებისთვის და პოლიტოლოგებისთვის, მკითხველთა ფართო სპექტრისთვის.