წიგნში ერთი მხრივ, აღწერილი და გაანალიზებულია ოსიპ მანდელშტამის ტრაგიკული ისტორია, მეორე მხრივ – მისი ქვრივის –ნადეჟდა მანდელშტამის ცხოვრება, რომელიც ჰეროიკულ პოემად იქცა. ავტორმა ახალი აქცენტებით აღბეჭდა ის ინტელექტუალური კონტექსტი, რომელიც, ფაქტობრივად, მეოცე საუკუნის რუსეთისა და საქართველოს კულტურულ ისტორიას ქმნის.