,,ხალხური ქორეოგრაფია, აღმოცენებული მატერიალურ სამყაროსთან კავშირში, წარმოადგენს ადამიანის სულიერ მოთხოვნილებათა გამოვლინებას, რომელიც სახეს იცვლის ხალხის ყოფაში მომხდარ ცვლილებებთან ერთად და ამდენად, იგი, როგორც ხელოვნების ერთ-ერთი დარგი, ერის ისტორიის ნაწილად გვევლინება. ნაშრომის ძირითადი მიზანი კი ითვალისწინებს, დავაფიქსიროთ ათეული წლების მანძილზე გაწეული ქორეოგრაფიული კვლევის შედეგი და ამით უკვდავვყოთ უმთავრესად წარმართული ხანის ის ქართული ხალხური ქორეოგრაფიის საგანძური (ქორეოგრაფიული იშვიათობა, როგორიცაა: ნადირობის ქალ–ღვთაება დალის, კაც-ღვთაება ამირანის, მზისა და მთვარის და სხვა მრავალი საფერხულო წყობის ქორეოგრაფია), რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ქარცეცხლში გამოატარეს და ჩვენ საუკუნემდე ,,ცოცხალი სახით“ შემოუნახეს დღევანდელ თაობას, როგორც წარსულის ისტორია და მომავლისათვის ახლის ძიების საფუძველი, რადგანაც, ხალხური გამოთქმისა არ იყოს, „თუ გინდა იცოდე, საით მიდიხარ, უნდა იცოდე, საიდან მოდიხარ““ – ავთანდილ თათარაძე.