წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს დამხმარე სახელმძღვანელოს, რომელიც მოიცავს მითითებებს რეფერატული ნაშრომების შედგენისა და სამეცნიერო კვლევის ჩატარების შესახებ. სახელმძღვანელო დაეხმარება უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომელთა სპეციალობა ითვალისწინებს დიდი მოცულობის ინფორმაციასთან მუშაობას, საჭირო ინფორმაციის სწრაფად მოძიება გაანალიზებას, სხვადასხვა წყაროში მოძიებული ინფორმაციიდან საჭირო ინფორმაციის ეფექტურ სინთეზს და სამიზნე აუდიტორიისთვის მის მკაფიო, გასაგებ ენაზე გადაცემას.