წინამდებარე კრებულში წარმოდგენილია საზღვარგარეთ, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სტამბოლში, ქართველ კათოლიკეთა ეკლესია-მონასტერთან არსებულ ბიბლიოთეკასა და არქივში საიმედოდ დაცული და შემონახული ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესანიშნავი ნიმუშები, როგორიცაა: პუბლიცისტური და კერძო (ურთიერთმიმოწერის) წერილები, მემუარული ჩანაწერები, ემიგრაციაში მყოფი საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული მთავრობის საქმიანობის ამსახველი, სხვადასხვა შინაარსისა და დანიშნულების მქონე ისტორიული წყაროები.