წიგნში მოთხრობილია საქართველოში რეპროდუქტოლოგიის განვითარების ისტორია, მოცემულია რეპროდუქციული ჯანმრთელობის განმარტება, განხილულია გამრავლებისა და ორსულობის ფიზიოლოგია, სქესობრივი მომწიფებისა და რეპროდუქციული სისტემის ჩამოყალიბების თავისებურებები, რეპროდუქციული სისტემის დარღვევები: მენსტრუაციული ციკლის სხვადასხვა სახის მოშლა, უნაყოფობა და მისი გამომწვევი მიზეზები, მათ შორის – ჰორმონული დისფუნქცია, ანთებითი დაავადებები, ენდომეტრიოზი, საკვერცხის ცისტები. გაეცნობით ორსულობის თვითნებითი შეწყვეტის მიზეზებს, მოზარდობის პერიოდის გინეკოლოგიურ-ენდოკრინოლოგიურ დარღვევებს, მენსტრუაციის წინა სინდრომის თავისებურებებს, სასქესო ორგანოებიდან სისხლდენის გამომწვევ მიზეზებს, მათ შორის – საშვილოსნოს კეთილთვისებიან წარმონაქმნებს. მიიღებთ ინფორმაციას კლიმაქსური პერიოდის მიმდინარეობაზე, კონტრაცეფციის მეთოდებზე, ხელოვნურ განაყოფიერებასა და რეპროდუქტოლოგიის სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.