წინამდებარე ნაშრომის კვლევის საგანს წარმოადგენს, აჩვენოს თანამედროვე აფხაზური სეპარატიზმის ისტორიული ფესვები, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხანაში აფხაზური სეპარატიზმის კლასიკური ფორმით ჩამოყალიბების პროცესი. ავტორთა მიზანია, ფაქტებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით აჩვენოს მკითხველს, თუ როგორ ვითარდებოდა ურთიერთობა ქართველებსა და აფხაზებს შორის ჩვენთვის საინტერესო პერიოდში. ნაშრომში გაშუქებულია, თუ როგორ ესმოდა აფხაზეთის სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი მოწყობის საკითხი ერთიან საქართველოში აფხაზეთის ხელისუფლების ყველა ფრაქციის წარმომადგენელს.