ნაშრომში, საარქივო დოკუმენტების, წერილობითი წყაროებისა და მდიდარი სამეცნიერო ლიტერატურის საფუძველზე, ნაჩვენებია კაზაკობის არსი, მისი წარმოშობისა და ევოლუციის ეტაპები. წარმოჩენილია საქართველოსა და კაზაკების ურთიერთობის ისტორიული პროცესი. ახსნილია კაზაკების საქართველოში დასახლების მიზეზები, ყოფა-ცხოვრებისა და კულტურის საკითხები.