სახელმძღვანელოში განხილულია რუსეთის იმპერიის სოციალ-ეკონომიური ვითარება, ცარიზმის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობანი და კულტურა. განსაკუთრებით გამახვილებულია ყურადღება ქვეყნის ცხოვრების ისეთ დიდმნიშვნელოვან მოვლენებზე, როგორიცაა 1812 წ. ომი, დეკაბრისტების აჯანყება, 30-40 იანი წლების იდეური მოძრაობა, ყირიმის ომი, რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წწ. ომი, პოლიტიკური რეაქცია რუსეთში 80-90-იან წლებში და სხვ.