ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ისტორიულ-ყოფითი ცეკვა

მთარგმნელიხათუნა დამჩიძე
გამოცემის წელი2022
გამომცემლობაკენტავრი

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო გეგმით წარმოდგენილია საგანი „ისტორიულ-ყოფითი ცეკვა“, რომელიც მოიცავს როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ ნაწილს. დისციპლინა ითვალისწინებს ევროპული ხალხური ქორეოგრაფიის ნიმუშების – ბრანლი, მენუეტი, გავოტი, პავანა, ალემანდა, გალიარდა, ვალსი, პოლკა, მაზურკა, პოლონეზი და ა.შ., პრაქტიკულ-თეორიულ შესწავლას. აღსანიშნავია, რომ ევროპული ხალხური ქორეოგრაფიული შემოქმედება საფუძვლად დაედო და მისგან განვითარდა კლასიკური ცეკვა – ბალეტი. ამიტომაც, ეს ნაშრომი წარმოადგენს ისტორიულ კურსს შუა საუკუნეებიდან XIX საუკუნის ჩათვლით, ასევე ითვალისწინებს „ბალეტის ისტორიასაც“.