როჯერ ზელაზნი სამჯერ დაჯილდოვდა ”ნებიულას” პრემიით და ექვსჯერ -”ჰიუგოს” პრემიით. მის ნაწარმოებებში ხშირად აღწერილია ჩვენთვის თითქოს ცნობილი სამყარო, ოღონდ მაგიის ელემენტებითა და ზებუნებრივი არსებებით. ზელაზნის გმირებს შორის ბევრია მითოლოგიური პერსონაჟი ნორვეგიული, იაპონური, ირლანდიური და სხვა ხალხების მითოლოგიიდან, ისევე, როგორც რეალური ისტორიული პიროვნებები. ”ამბერის ცხრა პრინცი” პირველია ”ამბერის ქრონიკების” სერიის ათი რომანიდან და ამავდროულად ზელაზნის წიგნების პირველი ქართული თარგმანი.