წიგნი აცოცხლებს 1920 წლის საბჭოთა რუსეთ-პოლონეთის ომს – ამ უმნიშვნელოვანეს და, ამავდროულად, ნაკლებად ცნობილ მოვლენას. პოლონელთა გამარჯვებამ 1920 წლის ომში შეაჩერა საბჭოთა რუსეთის ჯარი ევროპაში შეჭრისგან და დემოკრატიის ორი ათწლეული არგუნა აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთს. მეორე მხრივ, საბჭოთა რუსეთმა პირი იბრუნა და გამოთავისუფლებული სამხედრო რესურსები კავკასიის და, კერძოდ, საქართველოს დასაპყრობად მიმართა. წიგნი დაფუძნებულია პოლონეთის, ინგლისისა და რუსეთის არქივებში თავმოყრილ დოკუმენტურ მასალასა და სამეცნიერო ლიტერატურაზე და ასევე ავტორის პირად საუბრებზე ამ ომის პოლონელ მონაწილეებთან.