იბსენის შედევრად მონათლული ეს პიესა, რომელიც 1886 წელს დაიწერა, ერთის მხრივ, სოციალურ-პოლიტიკურ ცვლილებებსა და, მეორეს მხრივ, ღრმა და ფარულ პიროვნულ კონფლიქტს ასახავს, რაც პიესის მთავარი გმირების, როზმერისა და რებეკას სახით ვლინდება. „როზმერსჰოლმი“ ზიგმუნდ ფროიდის საყვარელი პიესა გახლდათ.