წიგნი ეძღვნება ინგლისური მოდერნიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ჯეიმზ ჯოისის შემოქმედებას, კონკრეტულად კი მწერლის ყველაზე ავტობიოგრაფიული პერსონაჟის, სტივენ დედალოსის მხატვრული სახის ინტერპრეტაციას. ავტორი მიმოიხილავს იმ რომანებს, სადაც ხსენებული გმირი პროტაგონისტად გვევლინება და ,,სტივენ-გმირის“, ,,ხელოვანის პორტერეტისა" და „ულისეს" მაგალითზე ასახავს მხატვრული სახის აგების ჯოისისეული მეთოდის ევოლუციას, იმ ნოვატორულ ცვლილებებს, რასაც ადრეული ჯოისისა და მოდერნისტი ჯოისის სამწერლო ტექნიკის შეპირისპირებითი ანალიზი ავლენს.