ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ბიჭის შესახებ

ავტორინიკ ჰორნბი
მთარგმნელიგია ბერაძე
გამოცემის წელი2018
გამომცემლობაპალიტრა L
რედაქტორითამარ ჟურული

უილი 38 წლის მამაკაცია. არც ცოლ-შვილი ჰყავს და არც სამსახური ჰქონია როდისმე, მაგრამ მამამისის შექმნილ ყველაზე ცნობილ საშობაო სიმღერაზე საავტორო უფლება საშუალებას აძლევს უზრუნველად იცხოვროს. უსაქმურობას მოწყენილობა მოაქვს და ერთ დღესაც უილი გადაწყვეტს, ყოველდღიურობა გაიხალისოს. მარტოხელა მშობლების კლუბში გაწევრება კი გართობის ორიგინალური ხერხია! იქ მარტოხელა ქალბატონები არიან და მათთან სასიყვარულო კავშირი იქნებ საინტერესოც იყოს?! კლუბში ამბობს, რომ ცოლმა მიატოვა და ახლა 2 წლის ვაჟს მარტო ზრდის... მარკუსი 12 წლის ბიჭია. მშობლები დაშორდნენ, თავად დედასთან – ფიონასთან ერთად ცხოვრობს. ბიჭს სკოლაშიც და სახლშიც პრობლემები აქვს. თანატოლები დასცინიან და მტრობენ. დედა კი, რომელზეც უზომოდ არის მიჯაჭვული, სულ წევს და ტირის. ერთ დღესაც, ფიონა თავის მოკვლას გადაწყვეტს. აქედან იწყება ყველაფერი... ამ უდარდელი კაცისა და საოცრად დარდიანი ბიჭის გზები ნიკ ჰორნბის დაუვიწყარ ამბავში გადაიკვეთება.