სახელმძღვანელო მოიცავს შემდეგ თემებს: ეკონომიკური თეორია, როგორც მეცნიერება, ადამიანი ეკონომიკის სამყაროში; ეროვნული ეკონომიკის ძირითადი შედეგები, განზომილება, ანალიზის ფუნდამენტური ხერხები და ფუნქციონირების კანონები; სახელმწიფოს ეკონომიკური როლი, ეფექტიანობა და ფუნდამენტური პრობლემები. მოთხოვნა- მიწოდების საფუძვლები ფულის ბაზარზე; ფულის მასის სტრუქტურა, ეკონომიკის ფულადი და რეალური სექტორების ურთიერთკავშირის მაჩვენებლები, საკრედიტო ეკონომიკა; ფულად-საკრედიტო ეკონომიკური პოლიტიკა; ალტერნატიული მონეტარული რეჟიმები. მონეტარული პოლიტიკის თეორიული საფუძვლები და სისტემა; ფინანსური გლობალიზაცია, მონეტარული პოლიტიკის კლასიკური მოდელები, სავალუტო კურსის რეჟიმები; ინფლაციის პრობლემა, ფინანსური ბაზრის როლი, ტრანსმისიული მექანიზმები; საემისიო ინსტიტუტების როლი, ადგილი, ფუნქციები და ოპერაციები.