ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ჩემი ცხოვრების ამბავი

გამოცემის წელი2014
გამომცემლობაინტელექტი

„ჩემი მოგონებები ცხოვრების გაუფასურების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გიამბობთ. გაუფასურება შეზღუდვა არ არის და არც რომელიმე ერთი ხალხის ბრალია, ის მთლიანად კაცობრიობას ეხება და ძირეულ ცვლილებას სწორედ მისგან ითხოვს. აქედან გამომდინარე პრობლემები თავიანთი ინდივიდუალური შეფერილობით ჩემი ცხოვრების ფონს ქმნიან, ამიტომ ამ გადასახედიდან ისიც კი მნიშვნელობას იძენს, რაც ამ ურთიერთკავშირის გარეშე უმნიშვნელო გამოჩნდებოდა. ვინც იზიარებს სულიერი რეფორმაციის აუცილებლობის იდეას, ის მეგობრულად მიადევნებს თვალს ჩემი ცხოვრების გახსენების მორიდებულ მცდელობებს. ეს არ არის მხოლოდ ერთი ინდივიდის შთაბეჭდილებები, ის მთელი გერმანელი ხალხისა და მთლიანად კაცობრიობის შთაბეჭდილებებსა და განცდებსაც შეიცავს. საქმისთვის მეტად ხელსაყრელია ის ფაქტი, რომ ამ მოვლენებისთვის თვალყურის დევნება შედარებით მყუდრო ადგილიდან შემეძლო“ – რუდოლფ ოიკენი.