,,მიმომხილველის (სამეცნიერო-ბიბლიოგრაფიული კრებულის) პირველი ნომერი 1963 წელს გამოვიდა „სამეცნიერო ბიბლიოგრაფიული მოამბის“ სახელწოდებით. 1964 წლიდან კრებული გამოდის სერიებად მეცნიერების ცალკეული დარგების მიხედვით, მიმომხილველში იბეჭდება მასალები ისტორიულ და ფილოლოგიურ მეცნიერებათა დარგებიდან, ფსიქოლოგიიდან. კრებულის მიზანია ახალი სამეცნიერო ლიტერატურის (ძირითადად უცხოურის) შესახებ წერილების, რეცენზიების და ანოტაციების გამოქვეყნება.