,,ადამიანის ცნობიერება ვირტუალურია და ამიტომ წარმოსახვასა თუ გონებაში მიმდინარე აქტები პროცესუალური ანალოგებისაგან არაფრით განსხვავდება. თანამედროვე ეპოქა კომპიუტერულ პროგრამებთან ჩვენი შინაგანი სამყაროს იდენტიფიცირებას გვავალებს. ყოფიერების ვირტუალობა უნდა გავითავისოთ, რადგან სამყარო ილუზიაა, ჰოლოგრამაა და ეგრეთ წოდებულ რეალობასა და ინტერნეტსამყაროს შორის არავითარი პრინციპული სხვაობა არ არის. ამიტომაც მიხეილ ანთაძის რომანის სიუჟეტი თითქოს რეალობაშიც ვითარდება და იმავდროულად კომპიუტერულ თამაშშიც. სად იწყება ერთი და სად მეორე? სად გადის ზღვარი მათ შორის, თუკი ეს ზღვარი საერთოდ არსებობს? თუ ორივე სამყარო მართლაც ერთია და ერთნაირად რეალურ ვირტუალური?".