„„დაბრუნება“ - ეს დაბრუნების ისტორიაა. არა გამარჯვებით, არამედ მარცხით გამოწვეული, სევდიანი, ოღროჩოღრო გზებით დაბრუნებისა, შენი, ჩემი, ყველა ჩვენგანის დაბრუნებისა. მარცხგანცდილი ჯარის დაღლილი, შეწუხებული რიგითების დაბრუნებისა, მოკრძალებული იმედები რომ ჰქონდათ. სად ბრუნდებითო, არ მკითხო. ერთ ქვეყანაში, ერთ ქალაქში, ბავშვობისდროინდელ განათებულ ქუჩებში, შუა გზაზე მიტოვებულ სიყვარულთან, რწმენასთან, რომელსაც სიცოცხლე შევწირეთ, გამარჯვების სიმღერებთან, რევოლუციის ბაირაღებთან, საკუთარ თავთან, ცხოვრებასთან ანგარიშის გასასწორებლად... ეს არის ამბავი იმის შესახებ, რომ დასაბრუნებელი ადგილი არ არსებობს, არავინ ვარსებობთ. არარსებულში დაბრუნების ისტორიაა".