ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

გარდამავლობა, ვალენტობა და ზმნის აქტანტური სტრუქტურები შუმერულ ენაში

გამოცემის წელი2022
გამომცემლობათსუ-ს გამომცემლობა

წიგნში რამდენიმე სინტაქსური თეორიის საფუძველზე გაანალიზებულია ვალენტობა და გარდამავლობა შუმერულ ენაში – ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი საკითხი შუმეროლოგიაში. აღწერილია როგორც დომინანტური, ასევე რეცესიული კონსტრუქციები, გამოთვლილია ვალენტობისა და გარდამავლობის კომბინაციები და გათვალისწინებულია ამოსავალი და სინტაქსური ალტერნაციით მიღებული მოდელები. ეს ანალიზი ჩასმულია ფართო კონტექსტში და ენობრივი ტიპოლოგიისათვის ღირებული დასკვნებია მოცემული. ნაშრომი დააინტერესებს უძველესი შუმერული ცივილიზაციითა თუ ზოგადი ენათმეცნიერების საკვანძო თემებით დაინტერესებულ სპეციალისტებს და ფართო საზოგადოებას.