ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

თხზულებანი, ტ. 7, გაბაასება

გამოცემის წელი2006
გამომცემლობამერანი

,,საერთო სახელწოდებად „გაბაასება" თვითონ აკაკი ბაქრაძის მიერაა შერჩეული – აღორძინების ეპოქაში დიალოგის ჟანრი სწორედ ამ სახელწოდებით იყო პოპულარული ჩვენს პოეზიაში. დიალოგების თვალსაწიერი ისეთივე ვრცელია და მრავლისმომცველი, როგორც მისივე ლიტერატურული და პუბლიცისტური სტატიებისა თუ სამეცნიერო ძიებებისა – ასე რომ, ეს ტომი უშუალოდაც აგრძელებს აკაკი ბაქრაძის ნაწერების პრობლემატიკას, იმ უმწვავეს თემატიკას, რომლის შუაგულშიც ტრიალებდა და უშეღავათოდ გამოთქვამდა საკუთარ თვალსაზრისს ყველაფერზე, რაც აწუხებდა ქართულ მწერლობას, ხელოვნებას, საზოგადოებრივ ყოფას, ზოგი მტკიცება, სტატიებში გამოთქმული, დიალოგებშია შევსებული, ზოგჯერაც პირიქით – აქ წამოჭრილი საკითხები საგულდაგულოდ მუშავდებოდა წერილებსა თუ ნარკვევებში. თუმც დიალოგებში, ამ ჟანრის თავისებურებიდან გამომდინარე, ისეთ თემებზეცაა მსჯელობა და ისეთი კუთხით, რაც ასეთი ექსპრესიით ვერ გამოიხატებოდა ლიტერატურულ სტატიებში".