კრიმინალისტიკის კურსში საგამოძიებო ორგანოების, სასამართლოსა და საექსპერტო დაწესებულებების მიღწევების საფუძველზე გაშუქებულია კრიმინალისტიკური მეთოდოლოგიისა და ტექნიკის აქტუალური საკითხები. ძირითადად გადმოცემულია მეცნიერებასა და პრაქტიკაში მყარად დადგენილი დებულებები. ამავე დროს, მთელ რიგ სადავო საკითხებზე მოყვანილია ლიტერატურაში გამოთქმული სხვადასხვა მოსაზრება.