წმ. მარკოზ განშორებული V საუკუნის განთქმული ასკეტი და საეკლესიო მწერალია. მისი ასკეტური და დოგმატიკური თხზულებები ძველ დროშივე უთარგმნიათ მრავალ ენაზე, მათ შორის ქართულზე. უძველესი ქართული თარგმანები უმეტესად ფრაგმენტული ხასიათისაა და ჩვენამდე მოღწეულია X საუკუნის სინური ხელნაწერით (# 35) და პატერიკებით.