გაიოზ იმედაშვილის მონოგრაფიაში მდიდარი საარქივო მასალის, ძველი პრესისა და თანამედროვეთა მოგონებების შესწავლის საფუძველზე, წარმოჩენილია XIX საუკუნის მიწურულისა და XX საუკუნის პირველი ნახევრის გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის - მწერლის, ჟურნალისტის, თეატრალის, სახალხო წიგნის გამომცემლის, ლექსიკოგრაფის, რევოლუციონერისა და მემუარისტის - იოსებ იმედაშვილის მრავალმხრივი მოღვაწეობის მთავარი მომენტები.