ნაშრომში განხილულია ქართულ სახელმწიფოთა ურთიერთობა ბიზანტიის იმპერიასთან V საუკუნეში. ქართულ, ბიზანტიურ და სომხურ წყაროთა საფუძველზე გაანალიზებულია ქართლის და ეგრისის სამეფოთა პოლიტიკური ვითარება, ნაჩვენებია, რომ ქართლის სამეფო ირანის ქვეშევრდომობაში იმყოფებოდა და ბიზანტიასთან მხოლოდ უმნიშვნელო და სპორადული ურთიერთობა ჰქონდა, ხოლო ეგრისი რჩებოდა ბიზანტიის ვასალურ სამეფოდ და მისი ყოველი ცდა ამ დამოკიდებულებისაგან განთავისუფლებულიყო მარცხით მთავრდებოდა.