ნაშრომში მონოგრაფიულადაა გაანალიზებული XIX საუკუნის I ნახევრის ცნობილი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, ქართველ სამოციანელთა დიდი თაობის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილისა და ნიკო ნიკოლაძის ღირსეული თანამებრძოლის, XIX საუკუნის საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე ავტორიტეტული გაზეთის - ,,დროების" რედაქტორ-გამომცემლის - სერგეი მესხის ეროვნული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებანი.