წიგნში მოცემული თეორიული მასალა, ილუსტრირებულია შესაბამისი მაგალითებით და ამოცანებით. ამოცანების ამოხსნისას, მკითხველი ნაბიჯ-ნაბიჯ შედის მექანიკის მათემატიკური სივრცის ულამაზეს ლაბირინთებში. წიგნში შესწავლილია რხევითი სისტემები, აკუსტიკური ტალღები, ბეკლუნდის გარდაქმნები და სოლიტონების კვლევის მეთოდები, რაც საშუალებას მისცემს მკითხველს, დაინახოს მექანიკური პროცესების მათემატიკური მოდელირების ულამაზესი მიმართულების ხვეულები და გაერკვეს იმ საკითხების სიღრმეშიც, რაც მექანიკის სფეროს განეკუთვნება.