წინამდებარე ამოცანათა კრებული შედგენილია იმ თეორიული მასალის შესაბამისად, რომელსაც ავტორი სხვადასხვა წლების განმავლობაში კითხულობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის მიმართულებაზე. წიგნით სარგებლობა შეუძლიათ მათემატიკის, ფიზიკის და სხვა საბუნებისმეტყველო სპეციალობათა ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს.